08:26 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (511)
59 0 0

აქტიურობამ ვაქცინაციის პროცესში დაგეგმილ დონეს ჯერ ვერ მიაღწია – დღეში დაახლოებით 1 ათასი ადამიანი იცრება, ნაცვლად აუცილებელი 3 ათასისა.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11.603 ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ამავე უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რამდენად სანდოა ვაქცინა Sinopharm? - სპეციალისტების განმარტება>>

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეპიდემიასთან გასამკლავებლად ვაქცინაცია დღეში 3 ათასმა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს. ამჟამად კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ ერთი ათასია.

გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში თავისუფლად შეიძლება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება, რადგან ვაქცინების საკმარისი ოდენობაა. ამიტომ შემდეგი კვირიდან საკოორდინაციო საბჭო იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და საბავშვო ბაღების აღმზრდელთა ჩართვას განიხილავს.

თავდაპირველად აცრა შეეძლო მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, თუმცა მათ მალე მიემატა 65 წელს ზემოთ პირები, შემდეგ კი – 55 წელს ზემოთ. 5 აპრილიდან ვაქცინაცია შეუძლიათ აგრეთვე ადამიანებს, რომლებიც არიან დიალიზზე და ასევე ვისაც გადანერგილი აქვს ორგანო. ამასთან, შესაძლებელია ვაქცინის შერჩევა.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით. მას 30 მარტიდან Pfizer-ის პრეპარატი დაემატა.

გასულ კვირაში საქართველოში შემოვიდა ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა. მისი გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც ის ჯანმოს ავტორიზაციას გაივლის – დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში. ერთი თვის შემდეგ საქართველო კიდევ ერთ ჩინურ ვაქცინა Sinovac-ს მიიღებს.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (511)

მთავარი თემები