11:40 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
112 0 0

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხოლო ხელისუფლებამ თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს

თბილისი, 4 აპრილი – Sputnik.  „რიონის ხეობის დამცველების“ მიერ ორგანიზებული „ნამახვაჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან გაშალეს.

პოლიციის კორდონებმა არ მისცეს საშუალება მომიტინგეებს მისულიყვნენ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების ადგილთან  სოფელ ნამოხვანში, სადაც ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს. დილიდან ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლი და სპეცნაზი.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ თუ სამშენებლო სამუშაოები არ შეწყდება და მომიტინგეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბურ აქციას უკვე თბილისში გამართავენ.

„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს პროცესი გადაიზარდოს დაპირისპირებაში და უფსკრულში. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა საკუთარ თავს განაჩენს არ გამოუტანს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ეს აქცია არ დავაჩქაროთ. თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, მასშტაბურ საპროტესტო აქციას უკვე თბილისში გავმართავთ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ამასთან, თურქულ კომპანია Enka-ში, რომელიც ჰესის მშენებლობას ახორციელებს, თანამშრომლების მისამართით მუქარებზე ალაპარაკდნენ. კომპანიის ახალმა დირექტორმა მერამ ლომინაძემ მიმართა სახალხო დამცველს თხოვნით, შეისწავლოს მსგავსი შემთხვევები.

მან ასევე მიმართა პოლიციის თანამშრომლებს, რათა მათ კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველყონ და აქციის მონაწილეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროტესტის მონაწილეებს, დავიწყოთ კონსულტაციები ხეობის უკეთესი მომავლისთვის. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ „ენკა რინიუებლზი“ არ დაიწყებს „ნამახვანი ჰესის“ ძირითადი ნაგებობების, მათ შორის, კაშხლის მშენებლობას, ვიდრე არ განხორციელდება ძირითადი კვლევების ვალიდაცია“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

დღეს აქცია იმით დასრულდა, რომ მომიტინგეებმა ახალი კარავი სოფელ გუმათთან გაშალეს.

შაბათს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის აქციის ორი მონაწილე დააკავეს, რამდენიმე კი „კომენდანტის საათის“ დარღვევის გამო დააჯარიმეს.

სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ უკვე 162-ე დღე გრძელდება.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს.

 

მთავარი თემები