11:42 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
117 0 0

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილია რამდენიმე ასეული ადამიანი, მათი დიდი ნაწილი პირბადეებშია და სოციალურ დისტანციას იცავს

თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. ამ წუთებში კომენდანტის საათის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა თბილისში, პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, ადგილიდან იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „სირცხვილია“, რომლის მონაწილეები აქტიურად აპროტესტებენ „კომენდანტის საათს“, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ნოემბრიდან მოქმედებს, და დაუმორჩილებლობის აქციებს პერიოდულად სხვადასხვა ქალაქში აწყობენ.

პარლამეტთან შეკრებამდე მონაწილეებმა, რომლებსაც უკავიათ პლაკატები წარწერებით „გაუქმდეს კომენდანტის საათი“, „გაუქმდეს 2000 ჯარიმები“, „გადააგდე კომენდანტი“, მსვლელობით გაიარეს თბილისის ქუჩებში. აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირამდე მოტოციკლებით, მოპედებით, ველოსიპედებით და სკუტერებით მივიდა.

როგორც მოსალოდნელია, რუსთაველის გამზირზე 21:00 საათზე დაიწყება კონცერტი, რომელშიც ქუჩის მუსიკოსები და დიჯეები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტი დილის 5 საათამდე გაგრძელდება.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს და 2020 წლის ნოემბრიდან, ეპიდსიტუაციის გაუარესების შემდეგ მოქმედებს. მისი დარღვევა 2 ათას ლარიან ჯარიმას იწვევს.

მთავარი თემები