09:37 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
105 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 580-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 283.369-ს მიაღწია.

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 580 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 331 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე  იმერეთი, შემდეგ აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 56, აჭარა - 51, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, შიდა ქართლი - 26, ქვემო ქართლი - 22, გურია - 17, კახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 215 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 274 145-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 6 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  3.804-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 5.394 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.758 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 824, აჭარაში - 239, იმერეთში - 292.

337 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 68 პირი, მათგან  თბილისში – 46, აჭარაში - 4, იმერეთში - 5. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 231  ადამიანი, მათ შორის 151 - თბილისში, 75 - აჭარაში. 3.405 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 250 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 11. თვითიზოლაციაში იმყოფება  8.857 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3.907 პირი, აჭარაში - 1.190, იმერეთში - 935.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 580-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  283.369-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები