თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 580 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 331 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ აჭარაა.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 56, აჭარა - 51, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, შიდა ქართლი - 26, ქვემო ქართლი - 22, გურია - 17, კახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 1.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 215 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 274 145-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 6 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.804-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 5.394 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.758 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 824, აჭარაში - 239, იმერეთში - 292.
337 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 68 პირი, მათგან თბილისში – 46, აჭარაში - 4, იმერეთში - 5. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 231 ადამიანი, მათ შორის 151 - თბილისში, 75 - აჭარაში. 3.405 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 250 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 11. თვითიზოლაციაში იმყოფება 8.857 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3.907 პირი, აჭარაში - 1.190, იმერეთში - 935.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 580-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 283.369-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.