16:13 25 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7591
  • 100 RUB4.3535
  • USD3.1470
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (267)
188 0 0

დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 300 ათასამდე ადამიანს აქვს მინიჭებული.

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ოროთახიანი ბინა 260-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

260 ოროთახიანი ბინის განაწილების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 1.193 დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ  4,5 ან მეტი ქულა, ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა,  დღეს  კი იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებიც ბინებს მიიღებენ, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.

უწყების ცნობით, სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.

საქართველოს ხელისუფლება უახლოეს ორ წელში 5 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ პირს საცხოვრებლით უზრუნველყოფას გეგმავს. 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 23 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი.

დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი აქვს მინიჭებული 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. თბილისში 37,8 ათასი იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.

როგორ ხორციელდება განაწილება

ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე სააგენტო მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს.

ამის შემდეგ კომისია თითოეული დევნილის საკითხს ადგილზე სწავლობს.

ახალაშენებულ კორპუსებში ახალგარემონტებული ბინების სახელმწიფოს მიერ შესყიდვა და დევნილი ოჯახებისთვის გადაცემა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა როდია.

სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ და ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (267)

მთავარი თემები