19:19 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (178)
378 0 0

ყოფილი ტელეწამყვანის განცხადებას კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში განიხილავენ.

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა არ აპირებს აცრის გაკეთებას და ვაქცინებს უნდობლობას უცხადებს. ხატია ამბობს, რომ ანტივაქსერი არაა და შვილებისთვის ყველა ის აცრა აქვს გაკეთებული, რაც საჭიროა. უბრალოდ, იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდება არჩევანის გაკეთება ვაქცინასა და ფილერს შორის, ფილერს აირჩევს.

„რა თქმა უნდა, ფილერს ავირჩევდი. დროთა განმავლობაში, ასაკის მატებისას ყველას უნდა, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. მგონი ჯობია, ფილერიანი და ლამაზი იყო, ვიდრე მახინჯი და აცრილი“, – ამბობს ხატია ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

რამაზ ნოზაძეს და ხატია სიჭინავას ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უმცორი - ნანატრი ვაჟი წყვილს რამდენიმე თვის წინ ეყოლა.

თემები:
ქართველი სელებრითები (178)

მთავარი თემები