ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა არ აპირებს აცრის გაკეთებას და ვაქცინებს უნდობლობას უცხადებს. ხატია ამბობს, რომ ანტივაქსერი არაა და შვილებისთვის ყველა ის აცრა აქვს გაკეთებული, რაც საჭიროა. უბრალოდ, იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდება არჩევანის გაკეთება ვაქცინასა და ფილერს შორის, ფილერს აირჩევს.
View this post on Instagram
„რა თქმა უნდა, ფილერს ავირჩევდი. დროთა განმავლობაში, ასაკის მატებისას ყველას უნდა, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. მგონი ჯობია, ფილერიანი და ლამაზი იყო, ვიდრე მახინჯი და აცრილი“, – ამბობს ხატია ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას.
View this post on Instagram
ჟურნალისტი ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.
View this post on Instagram
რამაზ ნოზაძეს და ხატია სიჭინავას ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უმცორი - ნანატრი ვაჟი წყვილს რამდენიმე თვის წინ ეყოლა.