რა კოვიდ–შეზღუდვები მოქმედებს საქართველოში

© photo : courtesy of Patrol Police of Georgiaეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე შემსუბუქდა, თუმცა ზოგიერთი ამ დრომდე მოქმედებს.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ძირითადი შეზღუდვა, რომელიც საქართველოში დარჩა და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების მიზეზია, ქუჩაში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც ვრცელდება როგორც ქვეითებზე, ისე სატრანსპორტო საშუალებებზე. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით. 

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
როდის გაუქმდება „კომენდანტის საათი“? მთავრობის განმარტება

როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, აღნიშნული შეზღუდვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მუხრუჭია მოსახლეობის მობილობის შემცირების თვალსაზრისით.

ძალაშია ასევე პირბადის სავალდებულო ტარება, რომლის დაცვაც აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირბადის გარეშე ყოფნა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, კვების ობიექტებს კვლავ ეკრძალებათ უქმეებზე მომხმარებელთა მიღება. მოქალაქეებს შაბათ-კვირას მხოლოდ გატანის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ.

კვლავ ჩაკეტილია საქართველოს სახმელეთო საზღვარი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 282.260-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 273.604, გარდაიცვალა 3.785 ადამიანი, მათგან 7 – გასულ დღე-ღამეს.

ყველა ახალი ამბავი
0