20:06 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (350)
92 0 0

დღეიდან ლურჯი მიკროავტობუსები დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სქემაში ჩაერთვნენ. ტარიფები და შეღავათები აქამდე მეტროსა და ავტობუსებში არსებული წესების მსგავსი იქნება.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. დედაქალაქში 1 აპრილიდან ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი გახდა. 

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ სისტემას 300 ახალი მიკროავტობუსი დაემატა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ დროის მონაკვეთში უფასოდ მგზავრობა ახალ მიკროავტობუსებშიც იქნება შესაძლებელი – ინტეგრირებული სისტემის შემთხვევაში 1,5 საათის განმავლობაში ერთხელ გადახდილი თანხით შესაძლებელი იქნება ავტობუსით, მიკროავტობუსითა და მეტროთი მგზავრობა. 

მიკროავტობუსებით მგზავრობისას მოქალაქეები ასევე ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ამ დრომდე მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებდა. კერძოდ, სკოლის მოსწავლეებისთვის ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა დღეიდან უფასოა, ახალი პროგრამით შეღავათებით ისარგებლებენ სტუდენტები და სკოლებისა და ბაღების მასწავლებლებიც.

აღსანიშნავია, რომ ტარიფის ცვლილება არ ეხება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს, რომლებიც, თბილისის მერიის ინფორმაციით, წლის ბოლოს დედაქალაქში უკვე აღარ იმოძრავებენ და მიკროავტობუსების პარკი 2021 წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება.

მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის რეფორმა 2023 წლისთვის დასრულდება და ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ახალი სამარშრუტო ქსელის განვითარებას მოიცავს.

თემები:
თბილისის მერია (350)

მთავარი თემები