20:44 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (131)
47 0 0

ივანე მაჭავარიანს თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ განმარტა, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პორტფელს ლაშა ხუციშვილი ჩაიბარებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული პოსტი ვაკანტური 31 მარტს გახდა – ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა გუშინ დატოვა. მას აღნიშნული პოსტი 2018 წლიდან ეკავა. შესაბამისი განცხადება ექს-მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

ახალი ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. მისი განცხადებით, ხუციშვილი უკვე დიდი ხანია ფინანსთა სამინისტროს გუნდის წევრია და სისტემას კარგად იცნობს. 

„მე მინდა ბატონ ლაშას ვუსურვო წარმატებები უკვე ფინანსთა მინისტრის რანგში და მჯერა, რომ ის წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას“, – განაცხადა პრემიერმა.

ლაშა ხუციშვილი 2014 წლიდან დღემდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2013-2014 წლებში იყო შემოსავლების სამსახური უფროსი.

ხუციშვილი არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G20) მიერ ინიცირებული დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის (Steering group) წევრი.

თემები:
საქართველოს მთავრობა (131)

მთავარი თემები