10:09 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
14801

ტრანსგენდერ ქალს გაკეთებული ჰქონდა სქესის შეცვლის ოპერაცია, რის შემდეგაც იუსტიციის სახლს მიმართა და დოკუმენტებში მდედრობითი სქესი ჩაუწერეს. ის ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე თვის მანძილზე ელოდა.

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს, ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) ავრცელებს.

კერძოდ, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 მარტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ტრანსი ადამიანის გენდერის სამართლებრივად აღიარებისა.

„ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმი. ეს ფაქტი მხოლოდ ილუსტრაციაა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია", - აღნიშნულია განცხადებაში.

WISG მიიჩნევს, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცესის დაურეგულირებლობა ზრდის ტრანსი ადამიანების უმუშევრობისა და სიღარიბის რისკს, ხელს უწყობს ჯგუფის წევრთა მარგინალიზაციას და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მათ ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დისკრიმინაციის მიმართ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ამჟამად  ელოდება გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ორი ქართველი ტრანსი მამაკაცის საქმეზე.  ორგანიზაციის ცნობით, ორივე აპლიკანტის მოთხოვნა, რომ მათი გენდერის მარკერის ცვლილება ასახულიყო ოფიციალურ დოკუმენტებში, საქართველოს ხელისუფლებამ უარყო.

 

მთავარი თემები