09:20 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
113 0 0

კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ თანამშრომლებს შორის არიან ინფიცირებულები, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასახელებს და ამიტომ საწარმოს დაკეტვის საჭიროებას ვერ ხედავენ

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. PCR-ტესტირების შედეგები არ იძლევა კომპანია „აჭარა ტექსტილის“ რომელიმე საწარმოს დაკეტვის საფუძველს, ამის შესახებ Sputnik-ს კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ერთ-ერთ საწარმოში, სადაც ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, კორონავირუსით ინფიცირების 88 შემთხვევა გამოვლინდა, და არ გამორიცხა, რომ ასეთ ადგილებში წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება მოხდეს.

„აჭარა ტექსტილს“ ოთხი საწარმო აქვს. ჩვენ ყველა თანამშრომელს კვირაში ორჯერ PCR-ტესტირებას ვუტარებთ. ბოლო ტესტირებით, 29 ინფიცირებული გვყავს. დღეს კიდევ ერთი ტესტირება ჩავატარეთ და პასუხებს ველოდებით. ჯერ საწარმოს დაკეტვის მიზეზი არ არსებობს“, - განაცხადა ლომინაძემ.

რაც შეეხება გამყრელიძის მიერ დასახელებულ რიცხვს, კომპანიის დირექტორის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საუბარია არა მხოლოდ ინფიცირებულ თანამშრომლებზე, არამედ მათ კონტაქტებზეც. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას იცავს.

სამეგრელოში ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება >>

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და ფლობს ოთხ საწარმოს ბათუმში, ფოთსა და რუსთავში, სადაც 6 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. რუსთავის ფაბრიკის მშენებლობა პანდემიის დროს მიმდინარეობდა. საწარმო 2020 წლის ბოლოს გაიხსნა.

„აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ბევრ საერთაშორისო კომპანიასთან, მათ შორის ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima.

 

მთავარი თემები