08:27 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
57 0 0

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყანამ საამაყო მუსიკოსი და ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგე დაკარგა.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 

დღეს ქართველი მომღერალი, გამოჩენილი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა კორონავირუსის გართულების ნიადაგზე.

ერქომაიშვილი მკურნალობის კურსს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 19 მარტს მოათავსეს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო მუსიკოსის და ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო. უნიჭიერესი, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული და სიკეთით სავსე ადამიანი აღარ გვყავს, სამწუხაროდ. უდიდესი დანაკლისია!“ – ნათქვამია თალაკვაძის სამძიმრის წერილში.

გამოჩენილ ლოტბარსა და მუსიკოსს, ანსამბლების „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელ ანზორ ერქომაიშვილს 2020 წლის 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

 

მთავარი თემები