10:34 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (530)
54 0 0

ამ პრეპარატს ჯერ არ მიუღია ჯანმოს ავტორიზაცია, თუმცა უნგრეთის მკაცრმა მარეგულირებელმა ორგანომ მოიწონა, განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველო კვირის ბოლოს კორონავირუსის ჩინურ ვაქცინა Sinopharm-ს ელოდება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

საქართველოში დღეიდან Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო>>

ამ პრეპარატს ჯერ არ მიუღია ჯანმოს ავტორიზაცია, თუმცა უნგრეთის მკაცრმა მარეგულირებელმა ორგანომ ის უკვე მოიწონა, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა. პირველ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინის 100 ათასი დოზა შემოვა.

„ჩვენ ​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გავდივართ, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებით. დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას, თუ დაგვრთავენ ნებას, უნგრეთის მსგავსად, განვაგრძოთ ქვეყანაში ვაქცინაცია. როდესაც ვაქცინა იქნება ადგილზე, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

ამჟამად საქართველოში მოქალაქეებს Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინის არჩევა შეუძლიათ. ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისათვის ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებულია 14.097 ადამიანი. აქედან Pfizer-ის პრეპარატით აცრის სურვილი 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.

დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა ხელმისაწვდომია საქართველოს სამ დიდ ქალაქში, სადაც ის ექვს კლინიკაში გადანაწილდა. ვაქცინაციისთვის აუცილებელია დარეგისტრირება ვებ-გვერდზე booking.moh.gov.ge.

გაბუნია: საქართველო უახლოეს პერიოდში Sinopharm-ის ვაქცინას მიიღებს>>

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია, სამედიცინო პერსონალის გარდა, შეუძლიათ 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (530)

მთავარი თემები