11:56 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (532)
60 0 0

საქართველოში Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არსებულ ექვს სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება. ქვეყანაში ამ ვაქცინის პირველი 29.500 დოზა 25 მარტს შემოვიდა.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ქართველმა კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ცნობილი კინორეჟისორი ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში აიცრა.

ლანა ღოღობერიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა, მისი თქმით, ეს გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

„თავს ჩვეულებრივად ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი გართულება არ იქნება. აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ და კარგად ვიყოთ“, – განაცხადა კინორეჟისორმა.

საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი დღეს დაიწყო, მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება. 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (532)

მთავარი თემები