თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ქართველმა კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ცნობილი კინორეჟისორი ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში აიცრა.
ლანა ღოღობერიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა, მისი თქმით, ეს გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.
„თავს ჩვეულებრივად ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი გართულება არ იქნება. აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ და კარგად ვიყოთ“, – განაცხადა კინორეჟისორმა.
საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი დღეს დაიწყო, მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.