სექსუალური ხასიათის დანაშაულებს სპეციალურად მომზადებული პროკურორები წარმართავენ

© Prosecutor's Office of Georgiaსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
ბოლო დროს საქართველოში აქტუალური გახდა სექსუალური ხასიათის დანაშაულები, განსაკუთრებით, არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი. ამ საქმეების გამოძიების კვალიფიციურად და დელიკატურად ჩატარების მიზნით პროკურორებს ტრენინგები უტარდებათ.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. სექსუალური ხასიათის სისხლის სამართლის საქმეებს 10 აპრილიდან სპეციალურად მომზადებული პროკურორები წაიყვანენ.

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მშობლები ერთიანდებიან>>

როგორც საქართველოს პროკურატურა იუწყება, თანამშრომლების გადამზადების პროგრამა ევროპის საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

სასწავლო პროგრამა, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მოიცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობების ფსიქოლოგიურ ასპექტებს.

დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
ლაგოდეხში 10 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს

ოთხდღიანი ინტენსიური ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სქესობრივ დანაშაულებზე არსებული საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, სქესობრივ დანაშაულთა განმარტება და სქესობრივი დანაშაულების ურთიერთგამიჯვნის საკითხები, გამოძიების პრობლემური საკითხები, მტკიცებულებათა მოპოვება და მტკიცებულებითი სტანდარტი, დაზარალებულად ცნობის და სისხლის სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულის უფლებების დაცვის სტანდარტები, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები, დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომები სამართალწარმოების პროცესში. აგრეთვე სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთან გასათვალისწინებელი გარემოებები და მიდგომები, სქესობრივ დანაშაულებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის საკითხები, შშმ პირების მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების სპეციფიკა, სექსუალური ძალადობა და ტრავმა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური თავისებურებები და ა.შ.

არასამთავრობოები 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ>>

სასწავლო პროგრამის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის პროგრამის ანალიტიკოსი ირინა ჯაფარიძე და ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის პოლიტიკის მრჩეველი სარა ჰააპლაინენი. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტრენინგების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0