რომან გოცირიძე კორონავირუსზე აიცრა

© Sputnik / STRINGERრომან გოცირიძე
რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
ვაქცინისადმი ნდობის გაზრდის მიზნით ურიგოდ ჩაიტარეს ვაქცინაცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კორონავირუსზე AstraZeneca-ს პრეპარატით აიცრა.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო, ხოლო მოგვიანებით  ქვეყანამ Pfizer-იც მიიღო. პირველ ეტაპზე მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია ხდებოდა, 25 მარტიდან ამ პროცესში 65-დან 75-წლამდე და 75 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მსურველებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ, რომელი პრეპარატით სურთ აცრა.

„მქონდა არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის. სპეციალურად ავიცერი AstraZeneca-ში გასაგები მიზეზების გამო. რა მნიშვნელობა აქვს რომლით აიცრი, როცა ორივე კარგია“, - დაწერა სოციალურ ქსელში ყოფილმა დეპუტატმა.

რომან გოცირიძეს 65 წელი გასული წლის დეკემბერში შეუსრულდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, მათთვის, ვინც გაიკეთა COVID-19 ვაქცინის პირველი დოზა, კვლავ რეკომენდებულია ატარონ პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში, დაიცვან სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია, თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს, მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები და სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთონ COVID-19 ტესტირება. 

ვაქცინის შიში: მზად არიან თუ არა თბილისელები ვაქცინაციისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
ვაქცინის შიში: მზად არიან თუ არა თბილისელები ვაქცინაციისთვის

ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 394 ადამიანი აიცრა, ამ დროისათვის სულ აცრილია 4.854 ადამიანი.

კორონავირუსის ვაქცინისადმი საზოგადოების უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ახალციხეში 27 წლის მედდა გარდაიცვალა. ექიმების ვერსიით, აცრიდან 30 წუთში მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

ვაქცინისადმი ნდობის გაზრდის მიზნით ურიგოდ ჩაიტარეს ვაქცინაცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან.

ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა, ხოლო 25 მარტს კი საქართველომ უკვე  Pfizer-ის ვაქცინის 30 ათასამდე დოზა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0