საქართველოში უკვე მეორე კვირაა, რაც კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს მუშაკები იცრებიან. მალე ვაქცინაცია 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი ყველა დანარჩენისთვისაც.
მაგრამ თბილისელების უმეტესობა საერთოდ არ აპირებს აცრას COVID-19-ზე და ამასთან დაკავშირებით ეჭვებს არ მალავს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილების თანახმად, საყოველთაო ვაქცინაცია აუცილებელია კორონავირუსის დასამარცხებლად.