აცრილი ადამიანებისთვის შესაძლოა წამახალისებელი ღონისძიებები დაიგეგმოს

© AP Photo / Kirsty Wigglesworthკლიენტების მომსახურება პანდემიის დროს
კლიენტების მომსახურება პანდემიის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ კონკრეტულ წინადადებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს წარუდგენს

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს, შესაძლოა, გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები დაიგეგმოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ამირან-გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამყრელიძე: ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასამდე დოზას ველოდებით

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, ის ქვეყანამ 25 მარტს მიიღო, პირველ ეტაპზე პრეპარატის 30 ათასამდე დოზა შემოვიდა. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. ბოლო 24 საათში 179 ადამიანი აიცრა, ამ დროისათვის სულ აცრილია 4.460 ადამიანი.

გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამახალისებელ ღონისძიებებზე აქტიურად მუშაობს და კონკრეტულ წინადადებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე - ორშაბათს ან სამშაბათს წარადგენს.

„მაგალითად, უსაფრთხო საავადმყოფო, სადაც ყველა ადამიანი აცრილია. ეს ნიშნავს პაციენტი რომ მიდის, იქ ნაკლები შანსია ინფექციის შიდა გადადების. ვთქვათ, უსაფრთხო სამასპინძლო დაწესებულებები, რესტორნები. იქ მომსახურე პერსონალი თუ აცრილია, იმ რესტორანს შეიძლება, წამახალისებლად მიეცეს სერტიფიკატი, რომ იქ ყველა აცრილია. უსაფრთხო მოლები, პროდუქტების უსაფრთხო მაღაზიები, უსაფრთხო საკურორტო ცენტრები და ა.შ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
როგორ მოემზადოს ადამიანი ვაქცინაციისთვის: ცერცვაძის რეკომენდაცია

გამყრელიძის განცხადებით, რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი მეტად გაიხსნება.

„აცრას ვერავის დავაძალებთ, მაგრამ ე.წ. არაპირდაპირი მანდატორიზმის მექანიზმი უკვე ბევრ ქვეყანაში შედის. მაგალითად, ზოგიერთი ავიაკომპანია არ ყიდის ბილეთებს, თუ ადამიანი აცრილი არ არის. ასევე ბევრმა ქვეყანამ შეიძლება დაბლოკოს ადამიანთა შესვლა, თუ არ ექნება ორჯერადად აცრის სერტიფიკატი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოლკაპარაკებები ბიზნესთანაც მიმდინარეობს.

კორონავირუსის ვაქცინისადმი საზოგადოების უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ახალციხეში 27 წლის მედდა გარდაიცვალა. ექიმების ვერსიით, აცრიდან 30 წუთში მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

ვაქცინისადმი ნდობის გაზრდის მიზნით ურიგოდ ჩაიტარეს ვაქცინაცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან.

ყველა ახალი ამბავი
0