19:26 15 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8829
  • 100 RUB4.4320
  • USD3.2040
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (325)
68 0 0

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ზუგდიდი–მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ დუზთან კლდოვანი მასა ჩამოწვა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი. 

მომხდარის გამო ამ დროისათვის ზუგდიდი–მესტიის გზის 91-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტილია.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ჩამოწოლილი კლდოვანი მასის მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გზის გაწმენდის სამუშაოები დღის ბოლომდე ვერ დასრულდეს.

„ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ძალიან დიდი მასაა ჩამოწოლილი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სატრანსპორტო მოძრაობა მალე აღდგეს“, – განაცხადა მესტიის მერმა.

მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და ხანგრძლივმა წვიმებმა საქართველოს ცალკეულ რაიონებში მეწყრული პროცესები გამოიწვია.

ნიკა ლატარია

 

თემები:
უამინდობა საქართველოში (325)

მთავარი თემები