ზუგდიდი–მესტიის გზაზე კლდოვანი მასა ჩამოწვა

© photo: Sputnik / Stringerმეწყერი ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე
მეწყერი ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ზუგდიდი–მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ დუზთან კლდოვანი მასა ჩამოწვა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი. 

წყნეთი-ბეთანიას გზა - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყრული ზონის გასამაგრებლად დამცავი კედელი შენდება

მომხდარის გამო ამ დროისათვის ზუგდიდი–მესტიის გზის 91-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტილია.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ჩამოწოლილი კლდოვანი მასის მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გზის გაწმენდის სამუშაოები დღის ბოლომდე ვერ დასრულდეს.

„ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ძალიან დიდი მასაა ჩამოწოლილი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სატრანსპორტო მოძრაობა მალე აღდგეს“, – განაცხადა მესტიის მერმა.

მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და ხანგრძლივმა წვიმებმა საქართველოს ცალკეულ რაიონებში მეწყრული პროცესები გამოიწვია.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0