ჯანდაცვის უწყება ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას გეგმავს

© AP Photo / Bob Edme AstraZeneca
 AstraZeneca - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვაქცინაცია – ეს არის პროცესი, რომლის დახმარებითაც ქვეყანა შეძლებს კორონავირუსის დამარცხებას.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოში აუცილებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ჯანმოს წარმომადგენელი სუმია სვამინათანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
„ძალზე იშვიათი შემთხვევა“ – ჯანმო ქართველი მედდის გარდაცვალებას ეხმაურება

ვაქცინისადმი ქართული საზოგადოების უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალციხეში 27 წლის მედდა გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა ვაქცინაციიდან 30 წუთის შემდეგ. მედდის ვაქცინაცია AstraZeneca-თი მოხდა.

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე, რომელმაც ახალციხის კლინიკა „იმედში“ AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა, გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ამჟამად მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მიუხედავად ამ სერიოზული შემთხვევისა, ჯანდაცვის უწყებამ ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანია ნელი ტემპით მიმდინარეობს.

„ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია, რომ საინფორმაციო კამპანია უფრო გააქტიურდეს. საინფორმაციო კამპანია ერთ-ერთი სტრატეგიაა და ის, რომ მოსახლეობის ნახევარი ვაქცინისადმი უნდობლობას აცხადებს, ეს გასაკვირი არაა. სწორედ ამიტომ აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის წარმოება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინაციის წინააღმდეგია

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „CRRC-საქართველოს“ კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 53% ვაქცინაციაზე უარს აცხადებს. ამასთან, გაბუნიას სჯერა, რომ ხელისუფლებას საკმარისი დრო აქვს ანტივაქსერების ან იმ პირების დასაწრმუნებლად, რომლებიც ვაქცინას არ ენდობიან.

„ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ საზოგადოებაში ეს ნდობა აღვადგინოთ. ასევე აუცილებელია მედპერსონალის გააქტიურება, იმიტომ რომ თუ ექიმები და მედდები აცრას არ ჩაიტარებენ და ვაქცინას არ ენდობიან, ძალზე რთული იქნება მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ვაქცინაცია სასარგებლო და აუცილებელია“, – აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სამედიცინო სფეროს 4 ათასზე მეტმა წარმომადგენელმა გაიკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0