საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინაციის წინააღმდეგია

© AP Photo / Nasser Nasserვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ, საკუთარ გადაწყვეტილებას პრეპარატის ხარისხის არასანდოობით ხსნიან

 

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისადმი  სკეპტიკურადაა განწყობილი, ამაზე მეტყველებს აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები.

გამოკითხვის შედეგებით, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა (53%) აცხადებს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებდნენ. ვაქცინაციისთვის მზადყოფნას მოსახლეობის მხოლოდ მესამედი (35%) აცხადებს. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 12%–ს. 

ჯანმოს წარმომადგენელი სუმია სვამინათანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
„ძალზე იშვიათი შემთხვევა“ – ჯანმო ქართველი მედდის გარდაცვალებას ეხმაურება

კვლევის თანახმად, ყველაზე მეტად სკეპტიკურად განწყობილი არიან ქალები და 55 წელს ქვემოთ პირები. ადამიანები, რომლებიც აცრის გაკეთებაზე უარს აცხადებენ, თავიანთ გადაწყვეტილებას ვაქცინის ხარისხის (48%) არასანდოობით და იმით ხსნიან, რომ პანდემიის დამარცხება ვაქცინაციის გარეშეც (20%) შესაძლებელია.

ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი (42%) მთავრობის გეგმას ვაქცინაციის შესახებ ეფექტურად მიიჩნევს, გამოკითხულთა 30% არაეფექტურად თვლის, კითხვაზე პასუხი კი არ აქვს რესპონდენტთა 28%–ს.

NDI –ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2021 წლის 17–24 თებერვლის პერიოდში ჩატარდა.  სატელეფონო ინტერვიუს გზით 2 ათასზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა.

ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია NDI მსგავს კვლევებს საქართველოში 2009 წლიდან ატარებს. გამოკითხვა ამ ორგანიზაციის შეკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (СRRС) ჩაატარა.

გამოკითხვის ცდომილებაა +/–1,4%.

ყველა ახალი ამბავი
0