„ძალზე იშვიათი შემთხვევა“ – ჯანმო ქართველი მედდის გარდაცვალებას ეხმაურება

© AFP 2024 / FABRICE COFFRINIჯანმოს წარმომადგენელი სუმია სვამინათანი
ჯანმოს წარმომადგენელი სუმია სვამინათანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აცრის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში აუცილებელია ვაქცინირებულთა მეთვალყურეობა, განსაკუთრებით მათი, რომელთაც წარსულში  ანაფილაქსიის ისტორია აქვთ.

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ვაქცინაციის შემდეგ ქართველი მედდის გარდაცვალების ფაქტი გახდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესკონფერენციის ერთ–ერთი თემა. 

 AstraZeneca  - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
ადვოკატი: ოჯახი მედდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში AstraZeneca-ს ჩართვას სთხოვს

ერთ–ერთი ქართული ტელეკომპანიის კითხვაზე ჯანმოს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ეს „ძალზე იშვიათი შემთხვევაა“ და ორგანიზაცია მზადაა საქართველოში ვაქცინაციისადმი ნდობის ამაღლების პროცესს მხარი დაუჭიროს. სუმია სვამინათანმა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ვაქცინის სარგებელი გაცილებით დიდია, ვიდრე რისკი.

ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, ვაქცინის კომპონენტებზე მწვავე ალერგიული რეაქციები იშვიათად ვლინდება და მსგავსი შემთხვევების მართვისთვის აუცილებელია აცრების ჩატარება შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მქონე დაწესებულებებში.

 „გვესმის, რომ ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე და რომელიც სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც გამოვლინდა. ასეთი შემთხვევების მინიმალურ დონეზე შემცირებისთვის  რეკომენდებულია, პირველ რიგში, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინა კეთდება ისეთ გარემოში, სადაც მედიკოსები არიან, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც საჭიროა მძიმე ალერგიული რეაქციის ან ანაფილაქსიური შოკის დროს. როგორც წესი, ამის მკურნალობა შესაძლებელია, თუ ეს ხდება შესაბამისად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა სუმია სვამინათანმა.

მისი თქმით, აცრის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში აუცილებელია ვაქცინირებულთა მეთვალყურეობა.  განსაკუთრებით მათი, რომელთაც წარსულში  ანაფილაქსიის ისტორია აქვთ.

 „ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი ფაქტები სიფრთხილის გამოჩენით“, – განაცხადა სვამინათანმა.

ქართული საზოგადოების ვაქცინისადმი უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალციხეში 27 წლის მედდა გარდაიცვალა. ექიმების მტკიცებით ახალგაზრდა ქალს ანაფილაქსიური შოკი ვაქცინაციიდან 30 წუთის შემდეგ განუვითარდა. მედდის ვაქცინაცია AstraZeneca–თი მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0