„მაღლივი–ბაგების“ საბაგირო, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დაიწყებს ფუნქციონირებას

© Sputnik / Goga Vardzieliსაბაგირო
საბაგირო - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
საბაგიროს მეშვეობით უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგებამდე გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროს ამუშავება აპრილის ბოლოდან იგეგმება, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
თბილისში უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი აშენდება

ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საუბარი არაა საიჯარო პირობებსა და მგზავრობის საფასურზე, თუმცა განიხილება, თუ რა შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ სტუდენტები საბაგიროთი მგზავრობის შემთხვევაში.  

„ამ თემაზე კიდევ შევთანხმდებით უნივერსიტეტთან. საუბარია შეღავათიან ტარიფებზე. მუნიციპალური ტრანსპორტი, განსაკუთრებით საბაგირო, არ არის მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა. ეს პროექტი საჭიროებიდან გამომდინარე განხორციელდა“, – განაცხადა ხმალაძემ.

მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის აღდგენითი სამუშაოები სამშენებლო კომპანია „საქსპეცტრანსმა" 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წელს დაასრულა, თუმცა საბაგირო დღემდე არ ამოქმედებულა.

ამ დროისათვის საბაგირო მთლიანად განახლებულია, მას ორი ვაგონი აქვს და თითოეული დაახლოებით 20 ადამიანზეა გათვლილი. სამუშაოების ფარგლებში ძველი გონდოლები აღადგინეს, ახალი ბაგირები დააყენეს, გონდოლები და სადგური ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

„მაღლივი-ბაგების“ საბაგირო 20 წლის განმავლობაში, 1982 წლიდან 2002 წლამდე ფუნქციონირებდა.

ყველა ახალი ამბავი
0