თბილისში უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი აშენდება

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
2018 წელს მერიამ გაარემონტა საფეხმავლო ხიდი, რომელიც ბაგების რაიონს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს აკავშირებს.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. თბილისში ბაგები–საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდი აშენდება, განაცხდა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, მერია შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხიდი ერთმანეთს უნივერსიტეტის ქუჩას და წყნეთის გზატკეცილს დააკავშირებს.

„უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ბევრი ადამიანი ცხოვრობს წყნეთში და ამ გზით ბევრი ადამიანი ისარგებლებს“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, სამუშაოების დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაკის გზის გვერდის ავლით, რომელიც ხშირად გადატვირთულია.

 

ყველა ახალი ამბავი
0