კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Viktor Kaminskyაქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 139-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 273.137-ს მიაღწია.

თბილისი, 9  მარტი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 139 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 72 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 24, შიდა ქართლი – 10, ქვემო ქართლი – 9, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 9, გურია – 7, აჭარა – 3, კახეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 2. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
COVID-19 საქართველოში – 9 მარტის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 267.015-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.601-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.495 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.383 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 697, აჭარაში – 152, იმერეთში – 266.

278 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 77 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში – 4, იმერეთში – 10. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 114 ადამიანი, მათ შორის 91 – თბილისში, 12 – აჭარაში, 4 – იმერეთში. 998 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 145, ხოლო აჭარაში – 17. თვითიზოლაციაში იმყოფება 5.438 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2.417 პირი, აჭარაში – 453, იმერეთში – 679.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 139-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 273.137-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0