COVID-19 საქართველოში – 9 მარტის მონაცემები

© photo: Sputnik / Alexey Mayshevლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 267.015 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.601, კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.383 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 114 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 139-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 273.137-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 267.015 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 129), გარდაიცვალა – 3.601 (ბოლო 24 საათში – 10), კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.383 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 114 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 6.351 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3.464, PCR-ტესტით – 2.887.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,19%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო 7 დღის – 1,63%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0