01:52 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

თბილისში აქციის მონაწილეებმა მარშით გაიარეს რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე. მათი მოთხოვნაა – დაიცვან ბავშვები სექსუალური ძალადობისგან.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს ათ ქალაქში ერთდროულად დაიწყო „1000 მშობლის მარში“, რომელიც ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული.

„...ჩვენი გოგოების გამო“: ორშაბათს „1000 მშობლის მარში“ გაიმართება >>

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

„გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო, გამო!" – ამ ლოზუნგით მიმდინარეობს დღევანდელი მარში. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის კანცელარიის შენობისკენ მსვლელობით გაიარეს.

აქციები ათივე ქალაქში 100 დღეს გაგრძელდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობამ“ ბავშვთა და მოზარდთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია მიუძღვნა 14 წლის ნინის ქობულეთიდან, რომელმაც თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც ოჯახს გამოუტყდა 23 წლის ბიჭთან სექსუალურ კავშირში, რომელმაც მასზე დაქორწინებაზე უარი თქვა. ნინი ოჯახის წევრების მხრიდანაც ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი დაღუპვის შემდეგ დააკავეს არა მარტო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ის შეაცდინა, არამედ მისი ბაბუაც.

„შსს-ს თანამშრომლებში არსებობს დაუსჯელობის სინდრომი. ისინი აკავებენ მხოლოდ მათ, ვის მიმართაც პოლიტიკური ან პირადი ინტერესი გააჩნიათ. აჭარაში მომხდარმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პოლიციამ პოტენციური მოძალადე მანამ არ დააკავა, სანამ გოგონა არ დაიღუპა, და მან თავი მოიკლა თუ ის მოკლეს, ჯერ კიდევ გასარკვევია. პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, მათ შორის შსს-ს და პროკურატურის თანამშრომლებმა“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

„1000 მშობლის მარშს“ ხუთი მთავარი მოთხოვნა აქვს:

1. შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი;

2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;

3. გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას;

4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

5. დადგეს ნინი ცეცხლაძის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

ცუდი ამინდის - ქარის და სველი თოვლის მიუხედავად, აქციის მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. ამჟამად ისინი იმყოფებიან სამთავრობო კანცელარიის წინ ბანერით „მომისმინე“.

 

მთავარი თემები