დაზუსტებულია - საქართველო Pfizer-ის ვაქცინის პირველ პარტიას 22 მარტისთვის მიიღებს

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
გამოწერა
საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოწოდების კონკრეტული ვადების შესახებ წერილობითი დასტური უშუალოდ მწარმოებლისგან მიიღო

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველო Pfizer-ის ვაქცინის პირველ პარტიას - 29.250 დოზას 22 მარტის კვირაში მიიღებს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ტიკარაძე: ვაქცინის პირველი პარტია შესაძლოა ინდოეთიდან ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს >>

მისი თქმით, დაახლოებით იგივე დროს საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტიაც შემოვა.

„დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს როგორც წერილობით, ასევე ორი დღის წინ ტელეჩართვით გვქონდა ურთიერთობა Pfizer-თან, რომ 22-ის კვირაში უნდა შემოვიდეს ის დოზები, რაც განთავსებულია COVAX-პლატფორმაზე, ანუ 29.250 დოზა Pfizer-ის ვაქცინა, ასევე იგივე COVAX-ის მეშვეობით უნდა დაიწყოს AstraZeneca-ს ვაქცინის 129 ათასი დოზის შემოსვლა, პირველი პარტია დაახლოებით, 43 ათასი დოზის ფარგლებშია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ჰანს კლუგე - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
საქართველომ COVAХ–თან ყველა ვალდებულება შეასრულა და ვაქცინას მიიღებს – ჯანმო

ეპიდემიოლოგის თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინა გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით შემოდის. უკვე მიღწეულია შეთანხმება შესყიდვის შესახებ და თანხაც გადარიცხულია.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ქვეყანასა და მწარმოებელთან.

რაც შეეხება NOVAVAX-ის ვაქცინას, გამყრელიძის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ინოვაციური ვაქცინა, რომელსაც ამერიკული კომპანია აწარმოებს.

„ქვეყანაში ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია, კვლევებით ძალიან კარგი შედეგები აქვს. წარმოების ლიცენზია უკვე მიეცა ინდოეთის ამ ინსტიტუტს. ამიტომ, ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. იყო ჩვენი მთავრობის წერილი, ასევე პასუხი იმაზე, რომ ისინი თანახმა არიან, გააფორმონ კონტრაქტი, საუბარია მილიონ დოზაზე. ვფიქრობ, ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოვიდეს კონტრაქტი და გადაირიცხოს ფული მილიონი დოზის შესყიდვაზე, მაგრამ ეს იქნება ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში. ჩვენ წინასწარ ვჯავშნით მილიონ დოზას. NOVAVAX-ი განთავსებული იქნება COVAX-ზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევის პროგრამა იწყება >>

COVAX-პლატფორმის დახმარებით ვაქცინის 1,4 მილიონი დოზის მისაღებად საქართველომ წინასწარ 5,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. ვაქცინების ეს რაოდენობა მოსახლეობის 20%-ის - 700 ათასი ადამიანის ასაცრელად არის განკუთვნილი.

ყველა ახალი ამბავი
0