COVID-19 საქართველოში – 7 მარტის მონაცემები

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 266.693 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 349), გარდაიცვალა – 3.576   (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 307, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.410 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 133 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 234-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.851-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 266.693 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 349), გარდაიცვალა – 3.576   (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 307, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.410 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 133 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 15.919, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6.210, PCR ტესტით - 9.709.

დადებითობის მაჩვენებელი:  დღიური - 1,47%, ბოლო 14 დღის - 1,55%, ბოლო 7 დღის - 1,56%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0