18:21 23 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1530
  • 100 RUB4.5220
  • USD3.4462
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1291)
112 0 0

ორგანიზებული ჯგუფი დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა  დოკუმენტების გაყალბებისა და თაღლითობისთვის ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავეს, რომელთა შორის ერთი-ერთი სამართალდამცველია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას.

უწყების ცნობით, გამოძიება დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1291)

მთავარი თემები