06:06 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
128 0 0

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის და თბილისი–სენაკი–ლესელიძის მაგისტრალებზე რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო დაწესდა

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო  აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, მლეთა-გუდაურის (ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე - მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

გარდა ამისა, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 138–158-ე კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

 

მთავარი თემები