თურქეთში დროებით დასაქმების მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

© Sputnik / Denis Aslanovსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
დროებითი დასაქმებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ თურქეთში დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილი სამთვიანი მიწვევა.

 

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. თურქეთში დროებით დასაქმების მსურველთათვის რეგისტრაცია განახლდა, ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, იმ პირებს, რომელთაც ერთხელ უკვე ისარგებლეს მოწვევის წერილის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, ავტორიზაციის გავლა სააგენტოს ვებგვერდზე კვლავ შეეძლებათ. კერძოდ, დაინტერესებულმა პირებმა პირადი მონაცემების გამოყენებით განაცხადი ხელახლა უნდა ატვირთონ. 

 Georgian Airways Airzena - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გერმანიაში დასაქმების სურვილი საქართველოს 92 ათასზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა

„ამ შემთხვევაშიც აუცილებელია 2021 წელს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მოწვევის წერილისა და ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანის წარდგენა", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დროებითი დასაქმებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ თურქეთში დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილი, ნოტარიულად დამტკიცებული სამთვიანი მიწვევა, სადაც აღნიშნული იქნება დასაქმებულის პირადი მონაცემები.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა უნდა გაიარონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე abroadworkers.moh.gov.ge

სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი ამოწმებს საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დროებით დატოვების ერთჯერადი ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას. საბოლოო გადაწყვეტილებას პირის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით კი  იღებს კონკრეტული მესაზღვრე-კონტროლიორი.

განხილვის შედეგის შესახებ მოქალაქეს ინფორმაცია მიეწოდება რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში, სისტემაში მითითებულ ნომერზე SMS შეტყობინების სახით.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდან თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია. 2020 წლის 3 აგვისტოდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში სამუშაოდ წასვლის დროებითი წესი მოქმედებს. 

თურქეთთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება იმ ადამიანებისთვის, რომელთათვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სეზონური სამუშაოები იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ, მთავრობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0