02:18 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (27)
81 0 0

შსს–ს მონაცემებით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულია აქციის შვიდი მონაწილე

თბილისი, 2 მარტი  — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში ხმაური და დაძაბულობაა. დეპუტატებს აქტივისტების მიერ მოწყობილი „სირცხვილის დერეფნის“ გავლა სტვენისა და შეძახილების „მონებო“, „გამყიდველებო“  ფონზე უწევთ, იუწყება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, პიკეტი მშვიდობიანია და ისინი პარლამენტის შენობის ბლოკირებას არ გეგმავენ. 

 „ეს მშვიდობიანი, თუმცა, ხმაურიანი აქციაა. ჩვენ შენობის ბლოკირებას არ ვგეგმავთ, დეპუტატები შევლენ შენობაში, მაგრამ მათ ძალზე ხმაურიანი პროტესტის მოსმენა მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი ძალზე მნიშვნელოვანი ვიზიტის (ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის – რედ.) შემდეგ ყინული დაიძრა და გვირაბის ბოლოს სხივი გამოჩნდა, ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი დასრულდა“, – განაცხადა პარტია  „ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

 „მოლაპარაკებები არსებითად სხვა დონეზე გადავიდა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჯერ კიდევ დასასრული არაა. პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემა კვლავ დღის წესრიგშია, თუმცა, ხელისუფლება საამისოდ ჯერ კიდევ არ მომწიფებულა. ამიტომაც აქციები აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

პარლამენტის შენობის პიკეტირება დილის 9 საათისთვის დაიწყო. შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია აქციის შვიდი მონაწილე, მათ შორის. „ნაცმოძრაობის“ წევრი ბესო გაზდელიანი.

თემები:
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (27)

მთავარი თემები