ავტომფლობელებს სანომრე ნიშნების შესაცვლელად ერთი თვე დარჩათ

© photo: Sputnik / Stringerმანქანები
მანქანები - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
გამოწერა
საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა 2021 წლის 31 მარტს იწურება.

ნომრების შეცვლის ვალდებულება მძღოლებს გასული წლის სექტემბრამდე ჰქონდათ, თუმცა მოქალაქეთა დიდი რაოდენობის და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვადა აპრილამდე გახანგრძლივდა.

საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია ავტომანქანა, რომელსაც ძველი, 2014 წლამდე არსებული სანომრე ნიშანი აქვს. ასეთი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა მიმართონ შსს-ს მომსახურების სააგენტოს და ახალი დიზაინის სანომრე ნიშნები აიღონ.

ავტომობილი ტროტუარზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
კალაძე: დედაქალაქში ქაოსსა და განუკითხაობას ვერ დავუშვებთ

გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძღოლებს შეუძლიათ როგორც ადგილზე, რუსთავში მისვლით, ასევე მობილური აპლიკაციითა და სატელეფონო შეყტობინებებით ისარგებლონ და დისტანციურად განახორციელონ მთელი რიგი ქმედებები.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

პარკინგი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2020
ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაკის რაიონშიც ამოქმედდება: რომელ ქუჩებს მოიცავს ახალი მოდელი

გარდა ამისა, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

ამ ეტაპზე, დისტანციურად ნომრის შეცვლის სერვისი ვრცელდება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ახლით შეცვლისას.

ასევე, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან მომსახურების სააგენტოს რუსთავის ტერიტორიულ ერთეულში მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთნ დაკავშირებული სერვისების მისაღებად შეეძლებათ ანგარიშსწორება აწარმოონ პლასტიკური ბარათის საშუალებით სააგენტოს ოპერატორებთან.

ავტომობილები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2020
ვის უწევს და ვის გადაუვადდა ტექდათვალიერების გავლა

თუმცა როგორც ავტომფლობელების კომენტარებიდან ირკვევა, მობილური აპლიკაციით სარგებლობა უჭირთ, დიდია სატელეფონო ხაზებზე მიმართვიანობაც და ისინი რუსთავში, ადგილზე ჩასვლას არჩევენ ხოლმე. ბუნებრივია, საავტომობილო ნომრების შეცვლა მაინც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, მეპატრონეები ბოლო თვემდე ფეხს ითრევდნენ. რაც შეეხება ფასიან და განსაკუთრებულ ნომრებს, მისი შეძენა საქართველოში 10 000 ლარად არის შესაძლებელი, თუმცა მსოფლიო აუქციონებზე ყოფილა შემთხვევა, ფასიანი ნომრები საქველმოქმედო მიზნებით ნახევარ მილიონ გირვანქადაც გაყიდულა.

ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ პირველი მეტალის დაშტამპული სანომრე ნიშანი დასავლეთ ვირჯინიაში ზუსტად ასი წლის წინ - 1921 წელს დამზადდა, თუმცა სანომრე ნიშნების დამზადება პარიზში, ლონდონსა და ნიუ იორკში ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0