11:54 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
603 0 0

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ოპოზიციამ ქუჩის საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსა.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. 

შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავა. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. 

ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება უფლებადამცველებმა გაასაჩივრეს. ადვოკატებმა პარასკევს შუამდგომლობა შეიტანეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც ითვალისწინებდა უწყების მხრიდან საკონსიტუტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვას, რათა გადამოწმებულიყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ნორმატიული შინაარსი.

სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის წარმოებაში მიღების 72-საათიანი ვადა დღეს იწურებოდა.

როგორც ამ დილით მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტა, თუ მეორე ინსტანციის სასამართლო მელიას საქმეს წარმოებაში არ მიიღებს, ის უზენაეს სასამართლოში აღარ საჩივრდება, თუმცა, ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე შეძლებს, აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვოს.

საქართველოში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დასავლელმა პარტნიორმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვედრა შესთავაზა ოპოზიციას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც, ამავე დროს, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ოპოზიცია.

მელიამ ხელისუფლებას ბრალი დასდო პოლიტიკური პროცესებისგან მისი იზოლირების მცდელობაში და სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

მთავარი თემები