ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელისუფლებას მელიას დაპატიმრების გამო აკრიტიკებს

© AFP 2024 / VANO SHLAMOVნიკა მელიას დაკავებამდე
ნიკა მელიას დაკავებამდე - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
საია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები იმისათვის, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ვერ განმუხტა შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, ხოლო ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებამ კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია, ნათქვამია საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებაში.

დასავლეთმა მელიას დაკავება დაგმო – თბილისს პასუხი არ დაუყოვნებია >>

საქართველოში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიის ცენტრალურ ოფისში სამშაბათს, დილით დააკავეს. ასოციაციაში დაგმეს ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება ენმ-ის ოფისში მყოფი მელიას მხარდამჭერების წინააღმდეგ.

„დაუშვებელია მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს, ასევე დახურულ სივრცეებში, სადაც არ არის ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი. ასეთ შემთხვევაში, არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე. ქიმიური საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ ეს საშუალებები არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუმართლებელ პრობლემებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტომსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
„თავისუფლება მელიას!“ - ოპოზიციამ ავტომსვლელობა გამართა

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილებს ძალადობისთვის არ მიუმართავთ.

ასოციაცია მოუწოდებს ხელსუფლებას, მიიღოს ყველა ზომა „პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით და მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის უფლება და მშვიდობიანი პროტესტის აღსაკვეთად არ გამოიყენოს პოლიციური ძალა“.

მელიას დაკავებამ საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დასავლელმა პარტნიორებმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს. მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვედრა შესთავაზა ოპოზიციას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ოპოზიცია.

ყველა ახალი ამბავი
0