კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 362-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 269.800-ს მიაღწია.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 362 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 165 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 43, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 36, შიდა ქართლი – 33, გურია – 26, აჭარა – 25, კახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9, ქვემო ქართლი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 470 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 263.727-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 12 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.475-ს მიაღწია.

ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
COVID-19 საქართველოში – 25 თებერვლის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.572 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.553 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 729, აჭარაში – 157, იმერეთში – 309.

289 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 104 პირი, მათგან თბილისში – 65, აჭარაში – 8, იმერეთში – 11. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 180 ადამიანი, მათ შორის 105 – თბილისში, 69 – აჭარაში, 3 – იმერეთში. 839 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 302 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 110, ხოლო აჭარაში – 89. თვითიზოლაციაში იმყოფება 7.970 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.122 პირი, აჭარაში – 443, იმერეთში – 763.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 362-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 269.800-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0