COVID-19 საქართველოში – 25 თებერვლის მონაცემები

© Pixabay / jarmolukახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში
ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
ბოლო 24 საათში ჩატარდა 22.501 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,61%, ბოლო 14 დღის – 2,28%, ბოლო 7 დღის – 2,25%.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 362-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 269.800-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 263.727 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 470), გარდაიცვალა – 3.475 (ბოლო 24 საათში – 12), კარანტინის რეჟიმშია 302, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.553 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 180 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 22.501 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13.718, PCR–ტესტით – 8.783.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,61%, ბოლო 14 დღის – 2,28%, ბოლო 7 დღის – 2,25%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0