12:36 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1282)
82 0 0

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა გასული წლის აგვისტოში შატილის გზაზე, სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გზა შეცდომებს არ პატიობს - შატილში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა>>

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი - 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე - 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2020 წლის 23 აგვისტოს ხევსურეთის გზაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა საექსკურსიო მიკროავტობუსი, რომელშიც 20 მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის მძღოლი და გიდი.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1282)

მთავარი თემები