08:11 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1806)
454 0 0

დილიდან არ წყდება სამძიმრის წერილები საელჩოების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, ქართველი საზოგადო მოღვაწეებისგან

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. მგზავრებით სავსე მიკროავტობუსის 80 მეტრის სიმაღლიდან გადაჩეხვამ მთელი საქართველო შეძრა. 17 დაღუპული და სამი პაციენტი, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან - ასეთია საზარელი ავარიის შედეგი.

დილიდან არ წყდება სამძიმრის წერილები საელჩოების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, საზოგადო მოღვაწეებისგან. დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს სახელმწიფოს პირველმა პირებმა და საქართველოს პატრიარქმა.

„საქართველოს პარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„დამწუხრებული ვარ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებთ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველ ხალხს“,- აღნიშნულია  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვის „ტვიტერის“ გვერდზე.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ფაშინიანმა შატილის ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა >>

ავარიამ შატილის გზაზე მთელი საქართველო შეძრა. სოციალურ ქსელებში უწყვეტად განიხილავენ ტრაგიკულ შემთხვევას.

„საკმარისია, ღმერთო, რისთვის ამდენი მსხვერპლი? მშვიდად განისვენონ!“, „ღმერთო, რა ხდება, ერთ უბედურებას მეორე მოჰყვება“, „საქართველოში არცერთი დღე სიკვდილის გარეშე არ ჩაივლის. რა უბედურებაა?!“, „ღმერთი რა შუაშია? ღმერთი კი არა, მოძრაობის წესები არ იციან და გზები არაა მოწყობილი, მიკროავტობუსები გაუმართავია, ღმერთი არაფერ შუაშია“, - წერენ გაოგნებული მომხმარებლები.

გამოცდილი მოგზაურის, ნიკა ვარძელაშვილის სიტყვებით, რომელიც ყველგანმავალი მანქანით საქართველოს ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშია ნამყოფი, იგი ბოლოს შატილში ოთხი წლის წინ იყო. მას შემდეგ გზა გააკეთეს და გააფართოვეს. 

„შატილში შაბათს ჩემი მეგობრები იყვნენ. მანამდე იწვიმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გზა ნორმალურ მდგომარეობაში იყო. მგონი გზის გაკეთებას ცუდი სამსახურის გაწევაც შეეძლო. ადრე, როდესაც უშველებელი ორმოები იყო, მძღოლები ძალიან ფრთხილობდნენ და ნელა დადიოდნენ. გზის გაკეთების გამო მძღოლს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ სწრაფად მოძრაობა შეეძლო, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, - აღნიშნა მან.

გამოცდილი მძღოლის სიტყვებით, გზა შეცდომებს არ პატიობს და გამოცდილებას, სიფრთხილესა და იმ მანქანის ცოდნას ითხოვს, რომლის საჭესთანაც მძღოლი ზის.

„გამგზავრებამდე ყოველთვის ვამოწმებ მანქანას, ყველაფერი გამართული უნდა იყოს. მივდივარ პროფილაქტიკაში, ვამოწმებ ყველა კრიტიკულ კვანძს. როდესაც მთაში მიდიხარ, ეს ყოველთვის რისკია. საჭიროა დიდი სიფრთხილე“, - ამბობს ნიკა.

ტურისტებში მეტად პოპულარული სოფელი შატილისკენ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზა მიდის. ბოლო დღეებში მთებში წვიმდა, რასაც შეიძლებოდა გადაადგილება გაერთულებინა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1806)

მთავარი თემები