06:48 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გადაწყვეტილება ცნობილია: ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა (16)
60 0 0

პოლიცია 18 თებერვალს „ნაცმოძრაობის“ ლიდერის დაკავებას შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა – მელიას დაპატიმრება პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა. პარტიის ცენტრალურ ოფისთან მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სამართალდამცველი, რომლებიც სრულად აკონტროლებდნენ პერიმეტრს.  ოფისში ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის მათ გონივრული ვადა მისცეს.

  • უწყების მტკიცებით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა, რის გამოც პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კანონმდებლების წინაშე პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგა, პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა და განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა.

ნიკა მელია დაკავებულია: „ნაცმოძრაობის“ ოფისის შტურმი თბილისში - ვიდეო>>

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების სპეცოპერაცია დაახლოებით 1,5 საათი გაგრძელდა.

თემები:
გადაწყვეტილება ცნობილია: ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა (16)

მთავარი თემები