ნიკა მელია დაკავებულია: „ნაცმოძრაობის“ ოფისის შტურმი თბილისში – ვიდეო

გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია შსს-ს თანამშრომლებმა დილით ადრე პარტიის ოფისში სპეცოპერაციის დროს დააკავეს. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო.

სამშაბათს პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ალყა შემოარტყა. ამწეებისა და კიბეების საშუალებით სპეცრაზმის წევრებმა შენობაში შეაღწიეს ფანჯრებიდან და სახურავიდან, პოლიციელების დიდი ნაწილი შენობაში მთავარი შესასვლელიდან შევიდა. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმი – ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ განაგრძობს ბრძოლას და მისი დაკავება „ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის დასასრულია“. მანამდე თბილისის სასამართლომ მელიას დაკავება მიუსაჯა, რადგან ის 2019 წლის 20–21 ივნისს თბილისში მომხდარი არეულობის ორგანიზებაშია ბრალდებული.

მელიამ უარი თქვა განმეორებითი გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ მოითხოვა, რომ ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანონ გამოძიების პერიოდში. 2021 წლის 17 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და მხარდამჭერებთან ერთად საკუთარ ოფისში გამოიკეტა.

ყველა ახალი ამბავი
0