01:04 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (385)
66 0 0

მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, ამ დრომდე არ მუშაობენ საჯარო და კერძო ბაღები, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად მიმდინარეობს.

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. კერძო ბაღების წარმომადგენლები 1 მარტს  კერძო ბაღების ფუნქციონირების აღდგენას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუმორჩილებლობით იმუქრებიან.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა დაგეგმილია 1 მარტიდან.

განათლების სფეროს სერიოზული სიახლეები ელოდება: რას გეგმავს ხელისუფლება>>

როგორც საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის" ხელმძღვანელმა გიგი სისვაძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კერძო ბაღების წარმომადგენლების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ისინი საჯარო ბაღებისგან გამიჯნონ.

„კერძო ბაღების სიტუაცია ძალიან მძიმეა. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და არ ვექვემდებარებით არც ბაღების სააგენტოს და არც ჩვენი საქმიანობა მიესადაგება საჯარო ბაღების ფუნქციონირებას, მასშტაბურად ისინი გაცილებით დიდები არიან, ვიდრე ჩვენი სექტორი. შესაბამისად, არასწორად მიგვაჩნია, რომ გახსნის შემთხვევაში განგვიხილონ საჯარო ბაღებთან მიმართებაში“, - განაცხადა სისვაძემ.

სისვაძის განცხადებით, მათ შეიმუშავეს ინსტრუქცია, დაადგინეს და უფრო გაამკაცრეს პირობები, ვიდრე კოვიდმართვასთან დაკავშირებით დღეს არსებობს და სურთ აღნიშნული ინსტრუქცია შეათანხმონ ეკონომიკის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან, და არა ბაღების მართვის სააგენტოსთან ან განათლების სამინისტროსთან. მისი განმარტებით, კერძო ბაღები ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებიან და არა ბაღების სააგენტოს ან განათლების სამინისტროს. 

„ურთულეს, უმძიმეს მდგომარეობამდე მივიდნენ კერძო ბაღები. ჩვენ ვცდილობთ, რომ მთავრობასთან ვიყოთ კონსტრუქციულები. თუ 1 მარტიდან არ აღდგება ბაღების ფუნქციონირება, საბოლოოდ დაუმორჩილებლობის ფორმებს მივმართავთ“, - განაცხადა გიგი სისვაძემ.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში.

1 თებერვლიდან ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდა, თუმცა კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სპორტდარბაზების, აუზების, გასართობი ცენტრების, კინოთეატრების, თეატრების მუშაობა. ძალაში რჩება შეზღუდვა სათხილამურო კურორტებზეც.

ქვეყანაში კვლავ აკრძალულია ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების გამართვა. შაბათ–კვირას საქართველოს დიდ ქალაქებში არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობენ კაფეები და რესტორნები, ასევე ღია და დახურული ბაზრობები, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. 1 მარტამდე მუშაობას არ განაახლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ამას გარდა, ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

თემები:
განათლება საქართველოში (385)

მთავარი თემები