17:28 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (251)
126 0 0

ხელისუფლება ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს – სამშობლოში ადგილობრივ სექტორში დასაქმების ხელშეწყობა და საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება უცხოეთში

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ოჯახისა და თითოეული მოქალაქის სოციალურ–ეკონომიკური კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასაქმებაზე, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ საპარლამენტო კომიტეტების მოსმენაზე.

მისი თქმით, სახელმწიფო ამ საკითხში ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს – უშუალოდ სამშობლოში ადგილობრივ სექტორში დასაქმების ხელშეწყობა და საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება უცხოეთში.

მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებულად ისაუბრა ე.წ. ცირკულარურ მიგრაციაზე, „რადგან გერმანიაში დროებითი დასაქმების შესაძლებლობამ გარკვეული ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში“.

„საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. არალეგალური ემიგრაცია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის პრობლემური საკითხია, რომელსაც მნიშვნელოვნად აწესრიგებს ორ ქვეყანას შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ არსებული შეთანხმება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებს მისცა შესაძლებლობა, დროებითი სამუშაო მიიღოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც „მათ ელოდებათ ღირსეული შრომის ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო“.

„გარდა ეკონომიკური ინტერესისა, ჩვენი მოქალაქეები შეიძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას და გაეცნობიან ევროპის ქვეყნებში არსებულ სისტემას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათი გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ საქმიანობაში გამოყენება ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სარგებლის მომტანი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შრომისა და დასაქმების საკითხბზე საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა როგორც დეპარტამენტი. ინსპექციის მიერ პანდემიის პერიოდში ჩატარებული სამუშაოს შედეგად მოხერხდა დასაქმებული პირების ჯანმრთელობისთვის რისკების შემცირება, ხოლო მთავრობამ შეძლო შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა ეკონომიკური საქმიანობის აღსადგენად.

გერმანიაში 1 აპრილიდან სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონური სამუშაოები დაიწყება. საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა სპეციალურ პორტალზე 15 თებერვლიდან შეუძლიათ. რეგისტრაცია ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

გერმანიაში დასაქმების ვადა ერთიდან სამ თვემდეა, მუშაობის რეჟიმი – ხუთი–ექვსი დღე კვირაში, დღეში რვა–ათი საათი. მინიმალური ანაზღაურება საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და ცხოვრების ხარჯები.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (251)

მთავარი თემები