კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონები

© AFP 2024 / JOHANN GRODERტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 396-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.097-ს მიაღწია.

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 396 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 170 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 59, შიდა ქართლი - 41, კახეთი - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, გურია - 25, ქვემო ქართლი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 9, აჭარა - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შესაძლო შემთხვევას იკვლევენ

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 3.580 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.769 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 766, იმერეთში - 401, აჭარაში - 200.

349 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 101 პირი. აქედან თბილისში - 63, იმერეთში - 12, აჭარაში- 9.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 228 ადამიანი. მათ შორის 123 - თბილისში, 90 - აჭარაში, 14 - იმერეთში.

ბინაზე 1.583 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 396-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.097-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 261.066-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 19 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.425 -ს მიაღწია. დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 281 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 45. თვითიზოლაციაში იმყოფება 9.875 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 983 პირი, იმერეთში - 1.043, აჭარაში - 569.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0