საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შესაძლო შემთხვევას იკვლევენ

© photo: Sputnik / Alexey Sukhorukov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
როგორც ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევის პროგრამა, სავარაუდოდ, მარტიდან ამოქმედდება.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების განმეორებითი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცმა ვირუსი ორი თვის წინ დაამარცხა, ორი დღის წინ კი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კვლავ გამოუვლინდა – PCR-ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. 

კორონავირუსის პანდემია. ჩაინათაუნი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
კოვიდგადატანილ პაციენტებს ვაქცინის გაკეთება მოუწევთ: ჯანმოს რეკომენდაცია

ინფორმაციას ადასტურებენ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში, თუმცა ექსპერტები დამატებითი კვლევის შედეგებს ელოდებიან, რომელმაც უნდა დაადასტუროს ან უარყოს კორონავირუსით რეინფიცირების შესაძლო შემთხვევა. ამ დროისათვის პაციენტი ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი.

ამ ეტაპზე საქართველოში ოფიციალურად რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე განაცხადა, რომ შესაძლო რეინფიცირების თვალსაზრისით დაახლოებით 30-მდე პაციენტზე მიდის დაკვირვება. გამოკვლევების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 388-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 267.701-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0